„რეალის“ ნახევარმცველს, ტონი კროოს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი.
მადრიდელების გერმანელი ლეგიონერი 14 მაისიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან ჰქონდა ურთიერთობა ადამიანთან, რომელი COVID-19-ით არის ინფიცირებული.
ამგვარად, ტონი კროოსი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურს, რომელიც 22 მაისს გაიმართება – მადრიდელები „ვილიარეალს“ დაუპირისპირდებიან.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირი ცხრილს „ატლეტიკო“ ლიდერობს, „რეალი“ მეორე ადგილზეა და თანაქალაქელ კლუბს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.