„კროკზილა“ - ვაიატ კროკეტი ავტობიოგრაფიულ წიგნში ლევან ჩილაჩავასთან შერკინებას იხსენებს
„კროკზილა“ - ვაიატ კროკეტი ავტობიოგრაფიულ წიგნში ლევან ჩილაჩავასთან შერკინებას იხსენებს

პოპულარულმა ახალზელანდიურმა სარაგბო გამოცემამ, stuff.co.nz-მ, ლეგენდარული ბურჯის, ვაიატ კროკეტის ავტობიოგრაფიული წიგნის – „კროკზილას“ ნაწყვეტი გამოაქვეყნა. მორაგბე წიგნში 2015 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიასთან და საქართველოსთან შეხვედრებს დეტალურად იხსენებს.

„მეორე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩავერთე, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა ჟაკ ბოთა. ნამიბიელთა კაპიტანმა საოცრად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტოქე გუნდში თამაშობდა, ჩემგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ქართველთა შერკინება. ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და „ტულონის“ ბურჯ ლევან ჩილაჩავას წინააღგმდეგ მომიწია ასპარეზობა. ჩილაჩავა შავ ზღვასთან მდებარე ქალაქ სოხუმში დაიბადა და არ ვიცი ბავშვობაში რას აჭმევდნენ, მაგრამ ღმერთო, ის ცალსახად ყველაზე ძლიერი ბურჯი იყო ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თმიან, გაზეთილ ტრაქტორს ვეჭიდავებოდი. მოედანზე ყველაფერი დავტოვე რაც მქონდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ნიკ გილმა ამ ტურნირისთვის შესანიშნავად მოგვამზადა. შერკინება რომ ცალკე სპორტი იყოს, საქართველო მუდმივი მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა.“ – წერია წიგნში.

ვაიატ კროკეტს „კროკზილას“ დაწერაში სკოტი სტივენსონი დაეხმარა. წიგნი გამომცემლობა „მოუერ ბუქსმა“ გამოსცა.