კრივში სკოლის მოსწავლეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 15 მედალი მოიპოვეს
დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე კრივში სკოლის მოსწავლეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 15 სხვადსხვა სინჯის, მათგან 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თბილისში გამართული შეჯიბრის ასაკობრივი კატეგორია 14-წლამდელთა შორის იყო და აქ 30 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. წონითი კატეგორიების რაოდენობა 33 იყო.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ჩემპიონები:- გორ აივაზიანი (41,5 კგ), გოჩა გორდულავა (44,5კგ), დავით ჯაფარიძე (46კგ),საბა ერემეიშვილი (48კგ), დემურ ქაჯაია (52კგ), გია მითაგვარია (65კგ) და ტარიელ შარიქაძე(105კგ) გახდნენ.
ვიცე-ჩემპიონება ლუკა წულეისკირმა (38,5კგ), მურად ტაგიევმა (40კგ) და დავით ხუციშვილმა (90კგ), მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ბასარიას (43კგ) და თემურ ქართველიშვილს (72კგ) ერგოთ.
გოგონა შეჯიბრზე ვიცე- ჩემპიონი თათია ბუკია (70კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი თამარ სამელია (38კგ) და ელენე თოდუა (44კგ) გავიდნენ.