კრივი | ლაშა გურული და ესკერხან მადიევი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ქართველი მოკრივეები წარმატებით ასპარეზობენ სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე – ფინალში საქართველოს ორი წარმომადგენელი, ლაშა გურული (67 კგ) და ესკერხან მადიევი (71 კგ) გავიდნენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატის, 27 წლის გურულის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის რუსი ტარხან იდიგოვი იქნება, 26 წლის ესკერხან მადიევი კი ჩემპიონის ტიტულისთვის 22 წლის სერბ მოკრივეს, იოვან ნიკოლიჩს დაუპირისპირდება.
თავის წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი ლაშა გურული შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ნაბი ისგანდაროვს მოუგო, ნახევარფინალში კი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, სერბეთის წარმომადგენლი ვაჰიდ აბასოვი დაამარცხა. ესკერხან მადიევს ფინალში გასასვლელად ოთხი ბრძოლის მოგება დასჭირდა.
ქართველი მოკრივეები ფინალურ ორთაბრძოლებს კვირას, 28 აპრილს ჩაატარებენ.