„ლაიპციგის“ შემტევი ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ 2021-22 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ფრანგმა ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების სამი საუკეთესო ბომბარდირი დაამარცხა – რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰალანდი და პატრიკ შიკი.
გამოკითხვა ჩატარდა გულშემატკივრებს (40%), კლუბების წარმომადგენლებსა (30%) და ექსპერტებს (30%) შორის.
24 წლის ნკუნკუმ 34 ტურში 20 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გოლი+პასი სისტემით 33 ქულა დააგროვა და მხოლოდ ლევანდოვსკის (37) ჩამორჩა.
ნკუნკუმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზების რაოდენობით – ის ოქტომბერში, თებერვალში, მარტსა და აპრილში აღიარეს ჩემპიონატის თვის მოთამაშედ.