კრისტიან ვუდის კორონავირუსით დაინფიცირების ამბავის გაჟონვამ „დეტროიტის“ მწვრთნელის უკმაყოფილება გამოიწვია
„დეტროიტის“ ფორვარდი კრისტიან ვუდი პირველი კალათბურთელია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში ვინც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
როგორც ირკვევა, ვუდის დაინფიცირების ამბავი საჯარო არ უნდა გამხდარიყო. ამის შეახებ „პისტონსის” მთავარმა მწვრთნელმა დვეინ კეისიმ ESPN-თან საუბრისას აღნიშნა.
„მეც და კრისტიანიც ძალიან უკმაყოფილეობი დავრჩით როდესაც საზოგადოებამ ამის შესახებ შეიტყო. თავად ვუდს ამის შესახდებ ოფიციალურად არ განუცხადებია. მე ვუთხარი ჩვენი გუნდის მენეჯმენტს, რომ ეს დიდი არაპროფესიონალიზმია“.