იტალიის ნაკრენის ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი აღიარებს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშისას რეჟიმს არასოდეს იცავდა.
„იუვენტუსში“ ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი, მადრიდში კი ყოველ საღამოს ვერთობოდით. ყველა ასე აკეთებდა. მე ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი, მაგრამ მადრიდში ალბათ ცოტათი უფრო მეტად ვარღვევდი რეჟიმს. მიუხედავად ამისა, მაინც საუკეთესო ბომბარდირად ვრჩებოდი. ზოგჯერ ვახშამზე ვაგვიანებდით, მერე ვსვამდით და ღამით ყირაზე გადავდიოდით“, – მოჰყავს ვიერის სიტყვები გამოცემა „გოლს“.
კრისტიან ვიერი „ატლეტიკოს“ ღირსებას 1997-98 წლებში იწავდა. „კოლჩონეროების“ შემადგენლობაში იტალიელმა 32 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.