კრისტიან პულიშიჩი - წაგება მტკივნეული იყო, მაგრამ აშშ-ს ნაკრები საკუთარი თავით ვიამაყებთ #1TVSPORT
კრისტიან პულიშიჩმა ამერიკელ გულშემატკივრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ტურში ნიდერლანდებთან 1:3 წაგების შემდეგ მიმართა.
„ჩელსისა“ და აშშ-ის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მისი ნაკრები კატარში მიმდინარე მუნდიალზე ღირსეულად გამოვიდა.
„ვწუხვართ. ძალიან გვინდოდა წინსვლა. იმედია, კარგი გაგებით აგანერვიულეთ და გაჩვენეთ, რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, მადლობა თქვენ. ახლა ძალიან მტკივა. ჩვენ გვეგონა, რომ ამჯერად უფრო შორს წავიდოდით და დიდ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ მე მაინც მიყვარს ეს ბიჭები, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ.
ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება, რომელიც მთელი სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება. ახლა ეს წაგება მტკივნეულია, მაგრამ მოგვეცით ორიოდე დღე, შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია უკან გავიხედოთ და სიამაყეს ვიგრძნობთ“, – ციტირებს Goal კრისტიან პულიშიჩს.