„დორტმუნდის“ შემტევ კრისტიან პულიშიჩს „ლივერპულში“ სურს კარიერის გაგრძელება.
20 წლის ფეხბურთელი არ არის მოხიბლული „ჩელსიში“ გადაბარგების პერსპექტივით. არადა ლონდონელები ამერიკელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას აპირებენ. „დორტმუნდი“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა აქვს გამზადებული „ლივერპულს“.
პულიშიჩი ბუნდესლიგის 12 ტურში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა „დორტმუნდის“ ძირითად შემადგენლობაში. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.