კრისტიან ერიქსენს „იუვენტუსში“ ელიან - მოურინიო მისი წასვლის წინააღმდეგი არ იქნება
კრისტიან ერიქსენს „იუვენტუსში“ ელიან - მოურინიო მისი წასვლის წინააღმდეგი არ იქნება

ტურინის „იუვენტუსმა“, შესაძლოა, უკვე ზამთარში დაიწყოს მოლაპარაკებები „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენთან, რომლის კონტრაქტიც ლონდონელებთან ზაფხულში იწურება.

გაზეთ Corriere dello Sport-ის მონაცემებით, „ტოტენემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ერიქსენის წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

„იუვენტუსი“ შეეცდება 28 წლის ფეხბურთელის ყიდვას იანვარში ან დაელოდება ზაფხულს და დანიელს ხელში უფასოდ ჩაიგდებს.

ფეხბურთელზე სხვა პრეტენდენტებად სახელდებიან „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ერიქსენი „ტოტენჰემში“ 2013 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე 291 მატჩში 68 გოლი და 87 შედეგიანი პასია.