კრისტიან ძაკარდო - კვარაცხელიას გარდა, საქართველოში კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია #1TVSPORT
კრისტიან ძაკარდო - კვარაცხელიას გარდა, საქართველოში კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, კრისტიან ძაკარდომ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზე საუბრისას აქცენტი ქვეყანაზე და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობაზე გაამახვილა.

„საქართველოში პირველად ფეხბურთელობის დროს, იტალიის ნაკრებთან ერთად ჩამოვედი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი რამდენჯერმე ვიყავი და თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლო გახდა. საქართველო მეტად განვითარებული და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ყოფნა ძალიან მომწონს. ქვეყანასთან ერთად ქართული ფეხბურთიც განვითარდა – ზაფხულში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. დავასახელებ მამარდაშვილს, მიქაუტაძეს, დავითაშვილს, აზაროვს, კვერნაძესა და ბევრ სხვა მოთამაშეს. კვარაცხელია იტალიაში შესანიშნავად თამაშობს, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ისევე როგორც შარშან, ხვიჩა მიმდინარე სეზონშიც საუკეთესოა. ბოლო დროს სერია A-ში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი მან შექმნა. კვარა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა.