კრისტიან ძაკარდო - კვარაცხელიას აყვანა „ნაპოლის“ 2019 წელსაც სურდა, მაშინ ვითარებას „რუბინის“ მოთხოვნები და პანდემია ართულებდა # 1TVSPORT
საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ გაიხსენა, როგორ გადავიდა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ და მოლაპარაკების პერიოდის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული (2006 წელს) ახლა აგენტის როლში საქმიანობს, ქართველი თავდამსხმელის „ნაპოლიში“ ტრანსფერმა მას ახალ სფეროში საკმაოდ დიდი აღიარება მოუტანა.
„როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, განსხვავებული ვითარება იყო. როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აგენტ მამუკა ჯუღელთან და მის გარემოცვასთან თანამშრომლობა დავიწყე. მთხოვეს, რომ იტალიაში გადასვლა კარგი გამოსავალი იქნებოდა და ერთად შევუდექით „ნაპოლის“ ვარიანტის განხილვას – ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩას უკვე აკვირდებოდა და მის შესახებ ცნობებს აგროვებდა.
ვითარებას ყაზანის „რუბინის“ მოთხოვნები (ფასი) და პანდემია ართულებდა, თუმცა ოჯახსაც და კლუბსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ „ნაპოლიში“ გადასვლა, სხვა შემოთავაზებებს აღარც განიხილავდნენ. მხარეთა საერთო განზრახვის გათვალისწინებით, ჩემთვის ამ საქმეში შუამავლობა მარტივი იყო“, – განაცხადა ძაკარდომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.