დღეს, ყველასთვის მოულოდნელად ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან საინტერესო გაცვლა განხორციელდა.
„ნიუ იორკ ნიქსის“ წამყვანი კალათბურთელი კრისტაპს პორზინგისი კარიერას „დალას მავერიკსში“ გააგრძელებს. ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოჟნაროვსკის თქმით ლატვიელმა გაცვლა თავად მოითხოვა. მის სანაცვლოდ „ნიქსმა“ ვესლი მეთიუსი, დენის სმით ჯუნიორი, დეანდრე ჯორდანი და დრაფტის მეორე წრეში ორი მოთამაშის არჩევის უფლება მიიღო. მავერიკსში 23 წლის ლატვიელთან ერთად კორტნი ლი და ტრეი ბერკიც გადავიდნენ.
პორზინგისმა „ტვიტერის“ (Twitter) საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.