„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-14 ტური - „საბურთალო“ „დინამოს“ წინააღმდეგ
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 19 და 20 მაისს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართება. ტური დაიწყება ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, სადაც სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან – „სიონი“ (მეხუთე ადგილი, 20 ქულა) საჩხერეს „ჩიხურას“(მეექვსე ადგილი, 19 ქულა) უმასპინძლებს.
ასევე ცხრილის მეზობლები შეხვდებიან „მიხეილ მესხი 2“-ზე, სადაც „ლოკომოტივი“ (მერვე ადგილი, 12 ქულა) გორის „დილას“ (მეშვიდე ადგილი, 17 ქულა) უმასპინძლებს და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება. ანგისას საფეხბურთო კომპლექსში კი გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, მეორე ადგილზე მყოფი ბათუმის „დინამო“ (25 ქულა) ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ (11 ქულა) დაუპირისპირდება.
სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, სადაც ბოლოადგილოსანი „რუსთავი“ (მეათე ადგილი, 10 ქულა) ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის „ტორპედოს“ (მესამე ადგილი, 23 ქულა) მიიღებს. ქუთაისელები ფინანსური გაჭირვების გამო ბოლო დროს ძველებურად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებიან და დღეს გამოჩნდება, გუნდი საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს თუ არა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას კი „მიხეილ მესხის“ არენის მთავარი მოედანზე შედგება, სადაც გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ მეოთხეადგილოსან თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ქულები ორივე გუნდს სჭირდება, ერთმანეთისთვის პრინციპულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ და მძიმე შეხვედრაა მოსალოდნელი.
კვირა, 19 მაისი
სიონი – ჩიხურა
17:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
ლოკომოტივი – დილა
19:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დინამო ბთ – ვიტ ჯორჯია
21:00. ანგისა – ბათუმი
ორშაბათი, 20 მაისი
რუსთავი – ტორპედო
19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – დინამო თბ
21:00. მიხეილ მესხი – თბილისი