„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ - „ტორპედომ“ პოზიცია გაიმყარა, ზივზივაძე ბომბარდირს დაეწია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ - „ტორპედომ“ პოზიცია გაიმყარა, ზივზივაძე ბომბარდირს დაეწია
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-14 ტურის მორიგი შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა: ბოლოადგილოსანი „რუსთავი“ ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და კარგი სტარტის მიუხედავად, დამარცხდა.
 
ამ უხვგოლიან შეხვედრაში მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა: რუსთაველებმა ანგარიში 47-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით გახსნეს. ამის შემდეგ ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ზედიზედ ოთხი გოლი გაიტანეს: ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა (56, 78), თითო გაიტანეს ზურაბ ჯაფიაშვილმა (67 – ავტოგოლი) და თენგო წიქარიძემ (88). 89-ე წუთზე დუბლი რუსთაველთა ნახევარმცველმა ციცქიშვილამც (89) გაიფორმა ადა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:4.
„ტორპედომ“ ამ მოგებით 26 ქულა დააგროვა და თბილისის „დინამომ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „საბურთალო“ რომ დაამარცხოს, მაინც ვერ დაეწევა. „რუსთავი“ 10 ქულით ისვე ბოლო, მეათე ადგილზეა. ბუდუ ზივზივაძეს 8 გოლი დაუგროვდა და მიმდინარე სეოზნში საუკეთესო ბომბარდირს, „სიონის“ თავდამსხმელ ჯაბა უგულავას დაეწია.