კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - „სიონმა" „ვიტ ჯორჯიას" შეცდომა არ აპატია
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი სათამაშო დღე „მიხეილ მესხი 2″-ზე გამართული შეხვედრით დასრულდა, რომლის ბედიც მატჩის მიწურულს გადაწყდა.
„ვიტ ჯორჯიამ” ბოლნისის „სიონს” უმასპინძლა და გამოუყენებელი საგოლე მომენტებისთვის მკაცრად დაისაჯა. მასპინძლებიდან თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი ვასაძეს, ზურაბ მუსელიანს, გიორგი გეთიაშვილის, ხოლო მეორე ტაიმში – აკაკი კაკაშვილს. მაგრამ „ვიტ ჯორჯიამ” ეს შანსები გაანიავა, ბოლნისელებმა კი, თავისი მომენტი გამოიყენეს – შანსი მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, მცველის შეცდომით დავით კირკიტაძემ ისარგებლა და ბოლნისელებმა ზედიზედ მეორედ გამარჯვება მოუტანა – 0:1.
„სიონმა” 20 ქულა დააგროვა, საჩხერეს „ჩიხურას” გადაასწრო და ქულებით მეოთხედადგილოსან თბილისის „დინამოს” გაუთანაბრდა. ზედიზედ მეოთხე მატჩის წაგების შემდეგ „ვიტ ჯორჯიამ” 11 ქულის მარა დარჩა და მე-8 ადგილით ისევ აუტსაიდერებშია.
ხვალ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:
ოთხშაბათი, 15 მაისი
ჩიხურა – რუსთავი
17:00. მიხეილ მესხი- თბილისი
დილა – დინამო თბილისი
19:00. თენგიზ ბურჯანაძე- გორი
დინამო თბილისი – ლოკომოტივი
21:00. დინამო არენა- თბილისი