„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-13 ტურის თამაშები გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი დღეს წყალტუბოში ჩატარდება, სადაც ქუთასის „ტორპედო“ მოქმედ ჩემპიონს, დედაქალაქურ „საბურთალოს“ უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. კახა ჩხეტიანის „ტორპედო“ 23 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის „საბურთალო“ 24 ქულით მეორეზეა. „საბურთალომ“ ლიდერობა წინა ტურში „რუსთავთან“ წაგებული მატჩის შემდეგ დაკარგა და წარმატებით თამაშსა და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება. თუმცა, ეს მხოლოდ მათზე არ იქნება დამოკიდებული. გუნდები წლეულს ერთმანეთს უკვე მესამედ ხვდებიან. სეზონის სტარტზე, სუპერთასის შეხვედრაში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო ჩემპიონატში თბილისელებმა მოიგეს. ზოგადად, კი გუნდების მეთოთხმეტე დაპირისპირებაა. ჩატარებული მატჩებიდან ექვსჯერ ქუთაისელებმა მოიგეს, ოთხჯერ თბილისელებმა, სამ მატჩში კი ფრე დაფიქსირდა.
დღესვე ბოლნისის „სიონი“ „ვიტ ჯორჯიას“ „მიხეილ მესხი2“-ზე დაუპირისპირდება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს მეოთხე ტურში შეხვდნენ და ბოლნისელებმა მოიგეს – 1:0.„სიონმა“ წინა ტურში გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა და 17 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. „ვეტერინარები“ კი საჩხერის „ჩიხურასთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, 11 ქულით მერვე პოზიციაზე არიან და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
დარჩენილი სამი შეხვედრა 15 მაისს გაიმართება, სადაც ლიდერები, ბათუმის და თბილისი „დინამო“ პოზიციების გამყარებას შეეცდებიან.
მე-13 ტური
სამშაბათი, 14 მაისი
ტორპედო – საბურთალო
16:00. 26 მაისი- წყალტუბო
ვიტ ჯორჯია – სიონი
20:00. მიხეილ მესხი2 – თბილისი
ოთხშაბათი, 15 მაისი
ჩიხურა – რუსთავი
17:00. მიხეილ მესხი- თბილისი
დილა – დინამო ბთ
19:00. თენგიზ ბურჯანაძე- გორი
დინამო თბ – ლოკომოტივი
21:00. დინამო არენა- თბილისი