„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ მატჩების ნახვებმა მილიონს ბევრად გადააჭარბა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე გათამაშების მატჩები მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ამ ცნობიდან ირკვევა, რომ სამი წრის დასრულების შემდეგ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მატჩების ინტერნეტ ტრანსლაციების ჯამურმა ნახვებმა 1 377 844 შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ფედერაციის იუთუბ არხზე საშუალოდ ერთ მატჩს 10 206 ნახვა აქვს.
რეკორდი 4 მაისს დამყარდა, წყალტუბოში გამართული მე-11 ტურის შეხვედრაზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის (ქუთაისელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს) 33 722 ნახვა დაფიქსირდა.