„კრისტალ პალასის“ მეკარეს „ვალენსიაში“ დაბრუნება სურს - მამარდაშვილის კონკურენტი, შესაძლოა, ვისენტე გუაიტა გახდეს #1TVSPORT
ვისენტე გუაიტას „ვალენსიაში“ დაბრუნება სურს. „კრისტალ პალასის“ მეკარე „მესტალიაზე“ 2008-2014 წლებში თამაშობდა, 2018 წლიდან კი „კრისტალ პალასში“ გადავიდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება და ახალი შანსის მიღება სურს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა larazon- ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილის ძირითადში დამკვიდრებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ გუნდმა „პსვ ეინდჰოვენში“ გაუშვას იასპერ სილესენი. ნიდერლანდელის ტრანსფერის შემთხვევაში, „ვალენსიაში“ მისი შესაძლო შემცვლელი ვისენტე გუაიტა იქნება“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.
გაზეთ „დარიო ასის“ კითხვაზე მისი „მესტალაზე“ შესაძლო დაბრუნების შესახებ, 35 წლის მეკარემ თქვა:
„კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი დამრჩა. „კრისტალ პალასში“ და პრემიერლიგაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ფეხბურთში სულ უფრო და უფრო ნაკლები წელი დამრჩა და არ ვიცი ეს წლები საკმარისი იქნება თუ არა ესპანეთში დასაბრუნებლად. თუმცა, „ვალენსიაში“ დავბრუნდებოდი, რადგან ვალენსიელი ვარ და საკუთარ ქალაქში თამაში როგორ არ უნდა მინდოდეს”.
გუაიტამ კომენტარი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ გამოსვლაზე გააკეთა და მთავარ ნაკლად არასტაბილურობა აღნიშნა:
„სტაბილურობა მნიშვნელოვანია. რასაც „ვალენსიას“ ვუსურვებდი, მართალია, თავიდან გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ პრობლემები გაჩნდა და ადგილი დავკარგე. ახლა, როცა ოთხი წელია ინგლისში ვარ, ვფიქრობ, რომ სტაბილურობით ნებისმიერ ფეხბურთელს ბევრად უკეთესი თამაში შეუძლია. ეს არ არის ადვილი, უნდა გამოიმუშავო“.
ვისენტე გუაიტა მიმდინარე სეზონში „კრისტალ პალასის“ ძირითადი მეკარეა – მან განვლილ 31 შეხვედრაში გუნდის კარი 26 შეხვედრაში დაიცვა.