ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა, თავის პირველ ოფიციალურ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. „იუვენტუსის“ ცხრაწლამდელთა (U9) გუნდმა „ლუჩენტო“ 5:1 დაამარცხა.
თავად კრიშტიანუ რონალდუმ ამ უქმეებზეც ვერ შეძლო „იუვენტუსის“ მაისურით გოლის გატანა და სერია A-ს პირველ სამ ტურში მხოლოდ ერთი საგოლე პასი აქვს.
უფრო ადრე, რონალდუმ განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ მისი ვაჟი ფეხბურთელის კარიერას აირჩევს.