კრიშტიანუ რონალდუს დებიუტის წინ, იტალიაში საფეხბურთო ბილეთები გაძვირდა
კრიშტიანუ რონალდუს დებიუტის წინ, იტალიაში საფეხბურთო ბილეთები გაძვირდა

„იუვენტუსის“ ახალწვეული, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ში თავის პირველ მატჩს 19 აგვისტოს, ვერონაში, „კიევოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამასთან დაკავშირებით, ვერონულმა კლუბმა მკვეთრად გაზარდა ფასები სხვადასხვა კატეგორიის ბილეთებზე.
სტადიონ „მარკ ანტონიო ბენტეგოდიზე“ ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე ბილეთის ფასი 100-დან 150 ევრომდე გაიზარდა (+50%). ზედა იარუსებზე მოხვედრა 40-ის ნაცვლად, 60 ევროდ იქნება შესაძლებელი, ხოლო ბილეთები ფან-სექტორში 66 პროცენტით გაძვირდა – 30-დან 50 ევრომდე.

„პარმასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა მე-3 ტურში შედგება. „ენიო ტარდინიზე“ კარის უკან სტანდარტული ბილეთი 25 ევრო ღირს, მაგრამ გადამყიდველები მას 178 ევროდ ასაღებენ.