ცნობილი გახდა იტალიის 2018-19 წლების ჩემპიონატის დაწყების თარიღი და პირველი ტურის წყვილები.
სერია A-ს ახალი გათამაშება 18 აგვისტოს დაიწყება. კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი ვერონაში შედგება, სადაც „კიევო“ პორტუგალიელის ახალ კლუბს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
პირველი ტურის სრული განრიგი:
ატალანტა-ფროზინონე
ბოლონია-სპალ
კიევო-იუვენტუსი
ემპოლი-კალიარი
ლაციო-ნაპოლი
მილანი-ჯენოა
პარმა-უდინეზე
სამპდორია-ფიორენტინა
სასუოლო-ინტერი
ტორინო-რომა