კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და ვერ დაეხმარება თავის გუნდს უახლოეს ამხანაგურ მატჩში. ამის შესახებ დაწერა იტალიის ჩემპიონის პრესსამსახურმა.
„პორტუგალიელი თავდამსხმელი სერიოზულ დისკომფორტს განიცდის მარჯვენა ბარძაყის კუნთზე, რის გამოც, უახლოეს პერიოდში ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს და ვერ დაეხმარება გუნდს მომდევნო მატჩში“, – დაიწერა იტალიურ პრესაში.
„იუვენტუსი“ 17 აგვისტოს „ტრიესტინას“ წინააღმდეგ ჩაატარებს ამხანაგურ შეხვედრას და ამით დაასრულებს მზადებას 2019-20 წლების სეზონისთვის. ტურინელები სერია A-ს ახალ გათამაშებას 24 აგვისტოს, „პარმასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებენ.