სერია A-ს ბოლო ტურში „იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩისწინა მოთელვის დროს, ტურინელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სახეში მოარტყა ბურთი თავის ერთ-ერთ ქალ გულშემატკივარს და მას ცხვირი დაუზიანა.
ელენა დი მარტინო მაშინვე სავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა და მას ასეთი მინაწერი დაურთო:
„კრიშტიანუსგან სახეში მივიღე – ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება. მიუხედავად ამისა, ველოდები მისგან ერთ პაემანსა და ვახშამს“, – იხუმრა დაზარალებულმა.