ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატებმა ამერიკელ კეტრინ მაიორგას 375 ათასი დოლარი გადაუხადეს დუმილისთვის, – წერს „თი ემ ზი“ (TMZ).
შეგახსენებთ, რომ მაიორგამ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა რონალდუ. ინციდენტს 2010 წელს ჰქონდა ადგილი. შედგა სასამართლო პროცესი, თუმცა, ამ ზაფხულს პორტუგალიელს ბრალდება მოუხსნეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
ახლა ირკვევა, რომ რონალდუს ადვოკატებმა სოლიდური თანხა გადაუხადეს მაიორგას. ამასთან ხაზს უსვამენ, რომ ეს გადახდა არ ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი ბრალს აღიარებს. მას ეს იმისთვის გააკეთა, რომ მაიორგას ჟურნალისტებთან არ განეხილა სასამართლო პროცესი.