კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში სალაჰის შესაძლო ტრანსფერი მოიწონა
ლივერპულის შემტევმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა კარიერა ტურნირის იუვენტუსში გააგრძელოს. ამის შემდეგ რამდენიმე წყარო წერს.
სქაი ნიუს არაბიას (Sky News Arabia) ცნობით, მომავალი გარიგება მოიწონა კრიშტიანუ რონალდუმ, ტრანსფერის სავარაუდო თანხა კი 200 მილიონ ევროს უტოლდება.
იტყობინებიან, რომ სალაჰმა არგენტინელი პაულო დიბალა უნდა შეცვალოს. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ დიბალას კონფლიქტი აქვს ტურინელთა მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან.
მიმდინარე სეზონში, 26 წლის სალაჰს 26 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შესრულებული.
იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტელის ტრანსფერი არ გამოუვა, იუვენტუსი რეალიდან მარკო ასენსიოს გადაბირებაზე გადაერთვება.