საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, King Abdullah Sports City-ის სტადიონზე იტალიის სუპერთასის ფინალი გაიმართა – „იუვენტუსი“ „მილანის“ წინააღმდეგ.
იტალიის სუპერთასი 31-ედ გათამაშდა. აქამდე, ეს პრიზი ყველაზე მეტჯერ – შვიდ-შვიდჯერ სწორედ „იუვენტუსსა“ და „მილანს“ ჰქონდათ მოგებული, ასე რომ, ერთ-ერთი ამ კლუბთაგანი, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდებოდა.
ეს სტატუსი „იუვენტუსს“ ერგო, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ტურინელებს არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ. „მილანი“ შეხვედრას 10 კაცით ასრულებდა – 74-ე წუთზე ფრანკ კესიე გააძევეს.