კრიშტიანო რონალდომ ანდერძი შეცვალა
კრიშტიანო რონალდომ ანდერძი შეცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ლისაბონში გაემგზავრა, სადაც შეადგინა დოკუმენტი. მისი მიხედვით, ფეხბურთელის მეგობარ გოგოს, ჯორჯინა როდრიგესს შეუძლია განკარგოს კრიშტიანოს ქონება მოთამაშის სიკვდილის შემთხვევაში. ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ჯორჯინას ფეხმძიმობის შესახებ.

დღეისთვის, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელის ქონება დაახლოებით 300 მილიონ ევროდ არის შეფასებული და იზრდება მისი მრავალრიცხოვანი ბიზნეს-პროექტების წყალობით. გამოცემა მიუთითებს, რომ პორტუგალიელმა უკვე შეადგინა ანდერძი 2017 წელს და ახლა მასში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა.