კრიშტიანუ რონალდუმ იტალიურ მედიასთან მის გარშემო არსებულ სხავდასხვა თემებთან დაკავშირებით ისაუბრა, მათ შორის, პორტუგალიელმა ყურადღება საკუთარ ფიზიკურ ფორმაზეც გაამახვილა.
„მე პლანეტაზე ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, რომ ჩემს გარშემო შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას უნდა გავუმკლავდე. განსხვავებული ცხოველი, განსხვავებული ათლეტი და განსხვავებული პიროვნება ვარ, განსხავებული აზროვნებით. არ ვამბობ, რომ სხვაზე უკეთესი ვარ, თუმცა ნამდვილად ვარ განსხვავებული. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვარ მწვერვალზე 12 წლის განმავლობაში. ბევრი ფეხბურთელი იცით, ვინც საუკეთესო ფორმას ათ წელზე დიდხანს ინარჩუნებს? ასეთების ჩამოთვლა ერთი ხელის თითებზე შეიძლება. ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ ორია, მე და ლეო მესი.“ – აცხადებს რონალდუ.