მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კომპანია „გრაფიკ ინდიასთან“ (Graphic India) იწყებს თანამშრომლობას.
სტუდია, რომელიც დაკავებულია კომიქსებისა და მულტიპლიკაციური ფილმების პროდუსირებით, ახალ პროექტზე მუშაობს, რომელსაც „სტრაიკერ ფორს 7“ (Striker Force 7) ერქმევა და რომლის ერთ-ერთი გმირი პორტუგალიელი ფეხბურთელი იქნება.
“ყოველთვის ვიყავი სუპერგმირების ფანი და ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობ ახალი ანიმაციური სერიალის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ ანიმაციური პერსონაჟები და გმირები ისევე აერთიანებენ მთელს მსოფლიოში კულტურებსა და ადამიანებს, როგორც ამას ფეხბურთი აკეთებს. ამიტომაც მიხარია, რომ შემიძლია ამ პროექტის მეშვეობით გავაერთიანო ჩემი ორი გატაცება – ფეხბურთი და სუპერგმირები – და გავუზიარო ეს ფანებს”, – განაცხადა რონალდუმ.
იტყობინებიან, რომ Striker Force 7-ში გაერთიანებული იქნება მულტიპლიკაციური პროდუქცია, კომიქსები, თამაშები და სხვა ციფრული შინაარსის მასალა.