ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პოლიციელს ზურგზე შეახტა იმ დროს, როცა სამართალდამცავები მინდორზე შეჭრილი გულშემატკივრის დაკავებას ცდილობდნენ. ინციდენტი მოხდა სინგაპურში, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს. იტალიის ჩემპიონი ამ ქვეყანაში წინასასეზონო შეკრებას გადის.
სანამ პოლიციელები გულშემატკივრის გაკავებას ცდილობდნენ, რონალდუმ ხუმრობით ერთ-ერთი პოლიციელზე შეხტომა გადაწყვიტა, რომელსაც ძალიან გაუკვირდა ფეხბურთელის ამგვარი საქციელი.