ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ სერია A-ში გოლის გატანა ყველაზე რთულია. ფეხბურთელის სიტყვები მოჰყავს ესპანურ გაზეთ მარკას (Marca).
„არ მაქვს ნოსტალგია ესპანეთის ან პორტუგალიის მიმართ. შესანიშნავი კლუბი დავტოვე, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ თავად ესპანეთი არ მენატრება. დღეს მე ასეთივე შესანიშნავ კლუბში ვთამაშობ. იტალიაში კარგად ადაპტირება მოვახერხე. ვფიქრობ, იტალიაში უფრო რთულია გოლების გატანა, ვიდრე ესპანეთში. ესპანეთის ჩემპიონატი უფრო გახსნილია და გუნდები უფრო მეტად რისკავენ. იტალიაში კი კლუბები პრიორიტეტს დაცვას ანიჭებენ და შემდეგ ფიქრობენ შეტევაზე. ასევე ხუთი წელი ინგლისში ვითამაშე. თუმცა, გოლების გატანა ყველაზე რთული სერია A-შია“.
კრიშტიანუს იტალიის წლევანდელ ჩემპიონატში 19 გოლი დაუგროვდა და მეორე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.