კრიშტიანუ რონალდუ ისტორიული მიღწევის ავტორია
კრიშტიანუ რონალდუ ისტორიული მიღწევის ავტორია

ტურინის „იუვენტუსის” ფორვარდი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა და იტალიის სერია A.

პორტუგალიელი სამჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში (2007, 2008, 2009), ორჯერ მოიგო პრიმერა „რეალის” შემადგენლობაში (2012, 2017), შაბათს კი, იტალიის ჩემპიონი გახდა „იუვენტუსთან” ერთად.

ეს არის კრიშტიანუ რონალდუს მეორე ტიტული ტურინულ კლუბში. პირველი იყო იტალიის სუპერთასი.