ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „ინსტაგრამში“ ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა.
სოციალურ ქსელში, პორტუგალიელ ფეხბურთელს 144 მილიონ 200 ათასი ხელმომწერი ჰყავს. ამ მაჩვენებლით მან, მომღერალ სელენა გომესს (144 მილიონი ხელმომწერი) გაუსწრო.
კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. იტალიურ გუნდში მან 12 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.