ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ვერ შეძლო პენალტის რეალიზება სერია A-ს მე-20 ტურში „კიევოს“ (3:0) წინააღმდეგ. ეს იყო პორტუგალიელის 25-ე გაფუჭებული პენალტი კარიერაში.
ამ მაჩვენებლით, რონალდუ გაუთანაბრდა „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის. პორტუგალიელს კარიერაში 108 პენალტი აქვს დარტყმული, არგენტინელს – 139.
„კიევოს“ კარში გოლები გაიტანეს დუგლას კოშტამ (მე-13 წუთი), ემრე ჩანმა (45) და დანიელე რუგანიმ (84).
ოცი ტურის შემდეგ, „იუვენტუსს“ 56 ქულა აქვს და ცხრა ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ნაპოლის“.