კრიშტიანომ კარანტინის წესები დაარღვია და საკუთარ სახლში წვეულება მოაწყო
კრიშტიანო რონალდომ საკუთარ სახლში დისშვილის დაბადების დღე აღნიშნა და, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინისა, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაპატიჟა. იმის შესახებ, მოჰყვა თუ არა ამას რეაქცია სამართალდამცავი ორგანოებისგან, წყარო არაფერს იტყობინება. წვეულების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება განუსაზღვრელი ვადით შეწყდა, მათ შორის წამყვანი ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები.