ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, სერია A დატოვოს. ამ ინფორმაციას გაზეთი Corriere dello Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აგენტმა ჟორჟე მენდეშმა „მანჩესტერ სიტის“ შესთავაზა კრიშტიანო რონალდოს შეძენა. აღნიშნავენ, რომ ტურინელები მზად არიან პორტუგალიელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ გამოეთხოვონ.
36 წლის კრიშტიანოს გაყიდვა „იუვენტუსისთვის“ ფინანსურად ძალიან ხელსაყრელი იქნება, რადგან წელიწადში მისი ხელფასი 31 მილიონ ევროს შეადგენს.
რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წელს „რეალიდან“ 117 მილიონ ევროდ გადავიდა. ტურინელთა რიგებში მან 133 მატჩი ჩაატარა, 101 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.