„ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა კონტრაქტი გააფორმა საუდის არაბეთის კლუბის აკადემიასთან.
უმცროსი რონალდო „ალ-ნასრის“ U13 გუნდში ითამაშებს და უკვე უახლოეს დღეებში შეუდგება ვარჯიშებს. ახალ გუნდში მას მამამისის მსგავსად მე-7 ნომერი ექნება, – წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ ამა წლის იანვრიდან თამაშობს. საუდის არაბეთის კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე მან 30 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.