კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე განაცხადი არ გაუტანია და ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე განაცხადი არ გაუტანია და ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს უკან არ გაუტანია ტრანსფერზე თავისი განაცხადი, რომელიც ზაფხულში წარუდგინა კლუბს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Manchester Evening News.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ისევ შეეცდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას, თუმცა კლუბში პორტუგალიელის გადარწმუნებას აპირებენ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ რონალდოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეძლო ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. სავარაუდო ვარიანტები იყო – „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ატლეტიკო“ და „ჩელსი“.

ამ სეზონში რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.