კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელები პორტუგალიელის გუნდიდან წასვლას ემხრობიან #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელები პორტუგალიელის გუნდიდან წასვლას ემხრობიან #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები არ მალავენ, რომ სურვილი აქვთ კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სატრანფერო ფანჯრისას დატოვოს გუნდი.

ESPN-ის მონაცემებით, „იუნაიტედის“ მოთამაშეებმა ღიად გამოხატეს სიხარული მაშინ, როცა პორტუგალიელმა ინგლისური კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. მათი აზრით, რონალდო გუნდში უთანხმოების წყაროა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, პორტუგალიელი ფეხბურთელის აყვანაზე ორჯერ თქვა უარი „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა. მანამდე აგენტმა ჟორჟე მენდეშმა რონალდოს სამსახური შესთავაზა „ბაიერნსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“, მაგრამ ამ კლუბებმაც არ მოისურვეს 37 წლის ფეხბურთელის აყვანა.

თავად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს სურს რონალდოსთან გამოთხოვება.

პრემიერლიგის ახალ სეზონში კრიშტიანომ ოთხი მატჩი ითამაშა და ჯერ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.