კრიშტიანო რონალდოს, შესაძლოა, ისევ მოუწიოს სასამართლოში მისვლა გაუპატიურების საქმეზე
კრიშტიანო რონალდოს, შესაძლოა, ისევ მოუწიოს სასამართლოში მისვლა გაუპატიურების საქმეზე

„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, ისევ გამოიძახონ სასამართლოში 2009 წლის გაუპატიურების საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგამ პორტუგალიელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა დუმილისთვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით, რონალდომ ფულის გადაცემის ფაქტი აღიარა.

როგორც იტყობინებიან, მაიორგა გაივლის ტესტს „გონებრივ შესაძლებლობებზე“. ეს საჭიროა იმისთვის, რომ განისაზღვროს – რამდენად ესმის 36 წლის ქალს რონალდოსთან კონტაქტების გაუთქმელობის პირობები.

დღეისთვის მაიორგა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ არასაკმარისად კარგად გაერკვა ამ შეთანხმების პირობებში. ლას ვეგასის სასამართლოში წარმატებული ტესტების ჩაბარების შემთხვევაში, რონალდო შეიძლება ისევ მიიწვიონ ჩვენების მისაცემად.