კრიშტიანო რონალდოს ორი უახლოესი ამხანაგური მატჩის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ორი უახლოესი ამხანაგური მატჩის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კუნთის ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, ორიდან ოთხ კვირამდე გამოტოვოს, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

აღნიშნული ტრავმის გამო, რონალდომ შეიძლება პორტუგალიის ნაკრების უახლოესი შეკრება გამოტოვოს. მარტის სანაკრებო ფანჯრისას პორტუგალიელებს ამხანაგური მატჩები ელოდება მექსიკისა (29 მარტი) და აშშ-ის (1 აპრილი) ნაკრებებთან.

უახლოეს დღეებში 41 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ელოდება, რომელიც განსაზღვრავს აღდგენის ზუსტ ვადებს.

„ალ-ნასრმა“ უფრო ადრე გამოაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდომ მუხლი დაიზიანა საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ალ-ფეიჰას“ წინააღმდეგ მატჩში.