კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელი ლუიშ კასტრო გახდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელი ლუიშ კასტრო გახდა #1TVSPORT

61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ლუიშ კასტრო „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებმა 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი, – იტყობინება არაბული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ლუიშ კასტრომ ივნისის ბოლოს დატოვა ბრაზილიური „ბოტაფოგო“. მანამდე ის მუშაობდა კატარის „ალ-დუჰაილში“, დონეცკის „შახტარსა“ და სხვა კლუბებში.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ რიგებში თამაშობს პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. რამდენიმე დღის წინ, კლუბმა გამოაცხადა „ინტერიდან“ ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩის გადასვლის შესახებ.