კრიშტიანო რონალდოს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, რომელიც 2026 წელს გაიმართება, – ინფორმაციას ესპანური „მარკა“ ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს სურს, მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, რომელიც 2026 წელს ერთდროულად სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
„მარკას“ წყაროს ცნობით, რონალდო საშობაო არდადეგებზე დასვენებას გეგმავს, ის დროს დუბაიში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა (0:1) და გამოეთიშა ტურნირს. ახლა კი რონალდოს მიზანია, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.