იუვენტუსის თავდამსხმელმა, 34 წლის კრიშტიანო რონალდომ, მადრიდის რეალში გატარებული დრო ნოსტალგიური გრძნობებით გაიხსენა. როგორც ჩანს, მას ესპანეთის დედაქალაქი ძალიან ენატრება.
„მადრიდმა ძალიან ბევრი კარგი რამ მაჩუქა და მასწავლა. მან უამრავი ღირებული რამ შემძინა არა მარტო როგორც ქალაქმა, არამედ პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც. ჩემი მეორე ნახევარი ესპანელია, ჩემი შვილები ესპანეთში დაიბადნენ, მადრიდის რეალთან ერთად კი დიდ წარმატებას მივაღწიე. ეს გუნდი და საერთოდ, ესპანეთის დედაქალაქი, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამას გარდა, მე მიყვარს ესპანური ენა“, – ციტირებს კრისტიანოს სიტყვებს ესპანური გამოცემა მარკა (Marca).
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფორვარდი ლოს ბლანკოსში 2009-2018 წლებში ასპარეზობდა.