„იუვენტუსმა“ კორონავირუსზე თავისი ყველა ფეხბურთელის ტესტის პასუხი მიიღო, – იუწყება Sky Italia.
კორონავირუსის ახალი დადებითი ტესტი კლუბის ფეხბურთელებს არ დაუდგინდათ. ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო ტურინელების პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმაც.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადეირაზე, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამგვარად, ინფიცირებულია „იუვენტუსის“ მხოლოდ სამი ფეხბურთელი: დიბალა, რუგანი და მატიუიდი, რომლებსაც კორონავირუსი ადრე დაუდგინდათ.