კრიშტიანო რონალდოს კაპიტნის სამკლავურს საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდიან #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს კაპიტნის სამკლავურს საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდიან #1TVSPORT

კაპიტნის სამკლავური, რომელიც კრიშტიანო რონალდომ სერბეთი-პორტუგალიის შესარჩევი მატჩის მიწურულს მინდორზე ისროლა, საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანეს.

2:2-ზე პორტუგალიელმა სუფთა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მსაჯის გადაწყვეტილების გამო განრისხებულმა რონალდომ კაპიტნის სამკლავური მოიძრო და გაზონზე დააგდო, რის შემდეგაც, მოედანი არბიტრის საფინალო სასტვენამდე დატოვა.

სტადიონზე ერთ-ერთმა სტიუარდმა სამკლავური აიღო და მაშინვე დაუკავშირდა რეგიონულ სპორტულ არხს ნივთის საქველმოქმედო აუქციონზე გატანის იდეით.

კერძოდ, მამაკაცმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, შესთავაზა თანხის შეგროვება ექვსი თვის ბიჭის სამკურნალოდ, რომელსაც იშვიათი ავადმყოფობა დაუდგინდა.