კრიშტიანო რონალდოს იურისტები „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს იურისტები „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც სკანდალური ინტერვიუ მისცა გაზეთ The Sun-ის ჟურნალისტ პირს მორგანს, შესაძლოა, უკვე უახლოეს დღეებში დატოვოს ინგლისური კლუბი, – დაწერა თავის „ტვიტერში“ იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

მისი ცნობით, რონალდოს იურისტები „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად უკვე მუშაობენ ფეხბურთელის კონტრაქტის გაწყვეტაზე. პორტუგალიელი იანვარში თავისუფალი აგენტების ბაზარზე აპირებს გასვლას.

მიმდინარე სეზონში რონალდომ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.