კრიშტიანო რონალდოს გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“ სტეფანო პიოლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

იტალიელმა სპეციალისტმა კრიშტიანო რონალდოს კლუბი 2024 წლის სექტემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ალ-ნასრმა“ მესამე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთის ჩემპიონატში და სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

დიდი ალბათობით, ახალ სეზონში პიოლი „ფიორენტინას“ ჩაუდგება სათავეში, „ალ-ნასრს“ კი ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევს.