კრიშტიანო რონალდოს გადასცეს ჯილდო ფეხბურთში განსაკუთრებული მიღწევებისთვის #1TVSPORT
„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ მორიგი ჯილდო მიიღო. ამის შესახებ იტყობინება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
რონალდო გახდა ჯილდოს მფლობელი, რომელსაც Quinas de Platina ჰქვია. მას ფეხბურთში განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემენ.
„მე არ განვიხილავ ამ ჯილდოს, როგორც დასასრულს, არამედ უფრო დასაწყისს. როცა მე 18 წლის ასაკში შევუერთდი ეროვნულ გუნდს, ჩემი ოცნება იყო მეთამაშა პირველი მატჩი. შემდეგ მივედი 25-მდე, 50-მდე, რატომ არ უნდა მიმეღწია 100-მდე? შემდეგ დავიწყე 150-სა და 200 მატჩზე ფიქრი, და ეს სიამაყის გრძნობაა“, – განაცხადა რონალდომ.
39 წლის კრიშტიანოს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში 216 მატჩი და 133 გოლია.